ჩვენს შესახებ

ჩვენ გთავაზობთ

(მხოლოდ იურიდიული პირებისთვის)

1) სამშენებლო პროდუქციის შესყიდვა/გაყიდვის სისტემას, რომელიც:

  • უზრუნველყოფს პროდუქციის შესყიდვა/გაყიდვას პირდაპირ სისტემიდან ყოველგვარი სატელეფონო ზარების, ელ.ფოსტის და შეხვედრების გარეშე
  • გამყიდველთათვის ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს
  • ამარტივებს ბაზრის ანალიზის პროცესს
  • იძლევა ნარჩენი სამშენებლო მასალის რეალიზაციის საშუალებას 

2) საბაზრო ფასების კვლევის ელექტრონულ სისტემას (დამუშავების პროცესშია), რომელიც

  • წარმოადგენს განახლებად საბაზრო ფასების კატალოგს
  • მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეადგინოს ხარჯთაღრიცხვა მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაყრდნობით
  • ნერგავს მსოფლიოში უნიკალურ მიდგომას - საბაზრო ფასების გამოთვლას მიმდინარე ტრანზაქციების გამოყენებით

შპს “ქონსთრაქთ ჯი” დაარსდა 2016 წელს, შპს “ვისეილის”, ააიპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) და შპს “მოდულატორის” მიერ. მისი დაარსების მიზანია ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარება. მომსახურება, რომელსაც ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, არის აუცილებელი საჭიროების საგანი და იგი ერთდროულად ჭრის რამდენიმე პრობლემას სამშენებლო ბაზარზე.

სამშენებლო ბაზარზე არსებული 3 ძირითადი მიმართულების პრობლემა:

1. სახელმწიფო ყოველწლიურად აცხადებს 1 მილიარდი ლარის მოცულობის სამშენებლო ტენდერებს. მონაწილეობისათვის საჭიროა სამშენებლო მასალის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რომლის შემუშავება საბაზრო ფასების კატალოგის მიხედვით ხდება. კატალოგი დაბეჭდილი სახითაა წარმოდგენილი, ქვეყნდება კვარტალში ერთხელ და არ ასახავს ბაზრის რეალურ სურათს. ასევე, რთული გამოსაყენებელია.

2. სამშენებლო კომპანიები, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნარჩენ სამშენებლო მასალებს ვერ უკეთებენ რეალიზაციას.

3. სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო პროდუქციის მომწოდებლები სავაჭრო ურთიერთობისათვის იყენებენ ტრადიციულ საკომუნიკაციო მეთოდებს, როგორიცაა: ტელეფონი, ელ.ფოსტა და შეხვედრები, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და საჭიროებს დიდ დროით რესურსს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელი ან სამშენებლო კომპანია ახალია ბაზარზე; ორივე მხარისათვის ძალიან რთულია ბაზრის სრული სურათის და პოტენციალის დანახვა; ასევე, ბაზრის ანალიზი.

CONSTRUCT GE LLC 2017 - 2018 (c) ყველა უფლება დაცულია 032 256 01 02 info@construct.ge სამომხმარებლო შეთანხმება