ჩვენი პარტნიორები

სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ინ-სი" დაარსდა 2007 წლის 2 აპრილს. "ინ-სი" -ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სამშენებლო სამუშაოები; ლითონკონსტრუქციების მოწყობა; შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები; ბაღებისა და პარკების მოწყობა, ელექტრო სამონტაჟო და სანტექნიკური სამუშაოები, გათბობა, კონდეცირება, ვენტილაცია, წყალკანალი¬ზაციის სისტემების გაყვანა, სატრანსპორტო მომსახურება, გზების მოწყობა - მოპირკეთება, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება და მონტაჟი; მდფ-ის კარებების დამზადება და მონტაჟი, არქიტექტურა, დიზაინი, პროექტირება; შპს "ინ-სი"-ს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი დაგეგმილია და აშენებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შპს"ინ-სი" დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. 2007 წლიდან კომპანიის მიერ აშენდა ორმოცდაათამდე სამშენებლო ობიექტი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 200000000 ლარს.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობას. ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის: • საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; • სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტს; • დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას; • სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოებას, მათ შორის: მონოლითური ბეტონისა და რ/ბეტონის, ლითონის, სადურგლო, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების ჩათვლით.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტა ბურჯი" დაარსდა 1998 წელს. შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი"-ს ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება, მისი საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს: საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები, პროექტირება, დიზაინი, ლითონის კონსტრუქციები, ფასადის სისტემები, ვიტრაჟები, მინაპაკეტი, მეტალოპლასტმასი და ალუმინი, ხის ნაკეთობები, ავეჯი, მხატვრული ვიტრაჯი, ვენტილაცია, ჰიდროჭრა, პოლიგრაფია და სხვა. დღესდღეობით საქართველოს სამშენებლო ბაზარზე უამრავი კონკურენტი არსებობს, თუმცა კომპანიამ დაიმსახურა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დამკვეთის ნდობა, ამ ნდობას პირველ რიგში განაპირობებს ხარისხი, რაც თანამედროვე დასავლური სამშენებლო ტექნოლოგიების აქტიური დანერგვით და ძლიერი ტექნიკურ-ინჟინერთა პერსონალის მუშაობით მიიღწევა. ყველა ზემოთხსენებული საქმიანობის საამქროები აღჭურვილია ულტრა თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი პროდუქცია. შ.პ.ს. „ელიტაბურჯი"-ს მიერ შესრულებული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ბიზნეს ცენტრი(თბილისი), პირსი(ურეკი), თეგეტა მოტორსი(თბილისი), ფილარმონია(თბილისი), დელფინარიუმი(ბათუმი), ბათუმი პლაზა(ბათუმი), მაკდონალდსი(თბილსი).

სამშენებლო კომპანია „დაგი", რომელიც წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, დაარსდა 2003 წელს და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 300 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშოებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მიყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანიას 2012 წლიდან მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან - OHSAS 18001:2007 სერთიფიკატი და 2016 წლის მარტიდან ISO 14001:2004 სერთიფიკატი. ასევე, 2012 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში".

კომპანია ,,თბილი სახლი” 2001 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოსა და ამიერკავკასიის ბაზარზე. „თბილი სახლი“ საქმიანობს სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია უზრუნველვყოფს გათბობა–კონდიცირების, ვენტილაციის, ცივი–ცხელი წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების იმპორტს, რეალიზაციას, მონტაჟსა და სერვისს. „თბილი სახლი“ ცნობილი კომპანიების პარტნიორია იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ს.ს. ერისიმედი წარმოადგენს სპეციალიზირებულ სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიას, მრავალწლიანი ისტორიით. 1995 წლიდან ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც 100% კერძო კაპიტალის მქონე სააქციო საზოგადოება. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: 220 და 110კვ ქვესადგურების ღია-გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა-გაშვება. 6/10კვ ძაბვის ქვესადგურების და მოწყობილობების მშენებლობა, მონტაჟი, გაშვება-გამართვა. ს.ს. ერისიმედი არის საქართველოში ქ.სანკტ-პეტერბურგის მაღალი ძაბვის აპარატურების მწარმოებელი ქარხნის “ელექტრო აპარატის” ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი. ს.ს. ერისიმედი აწარმოებს სამუშაოებს ქ.თბილისში და რეგიონებში კერძო სექტორის და კორპუსების განმრიცხველიანებაზე, ქუჩების და საწარმოების გარე და შიგა განათებებზე.

შპს „ხომერიკი და კომპანია დაარსდა 2009 წელს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება. 2010 წლიდან კომპანია მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებში, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალურ პროგრამაში, ასევე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო ტენდერებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2014 წლიდან კომპანია ირიცხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სამშენებლო სარემონტო სამუშაოები; ფასადებისა და აივნების მოწყობა-მოპირკეთება; ბრტყელი და ქანობიანი სახურავების მოწყობა; ასფალტის საფარის დაგება; ეზოების კეთილმოწყობა; ლიფტების მონტაჟი-აღდგენა-რეაბილიტაცია; წყალკანალიზაციის სისტემის მოწყობა...

შპს “ფერი” დაფუძნდა 1991 წელს. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების და ფართო სპექტრის სამშენებლო სამუშაოებზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს: გვირაბების მშენებლობა; სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა – საავტომობილო გზები, ხიდები, დამხმარე საინჟინრო ნაგებობების გზებზე; საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების, სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა; წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემების და ქსელების დაპროექტება და მშენებლობა; ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მონტაჟი, გამართვა-გაშვება; სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება; საინჟინრო-საძიებო სამუშაოები.

შპს "ენსისი" დაარსდა 2009 წელს და განხორციელებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები. კომპანიას გააჩნია 3 ძირითადი მიმართულება: სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და საშენი მასალების წარმოება. მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ სამოქალაქო და საქალაქო მეურნეობის მშენებლობის ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და განვითარებაში. სამშენებლო გუნდი მოღვაწეობს მრავალი მიმართულებით. კომპანიას აქვს ყველა საჭირო აღჭურვილობა და ტექნიკა ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტის შესასრულებლად. 2014 წლიდან კომპანია „ენსისი“ ფლობს ISO 9001:2008 სტანდარტს (ხარისხის მართვის სისტემა).

სამშენებლო კომპანია “ზიმო” დაარსდა 1997 წლის 20 მარტს. კომპანია თავიდანვე დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებითა და უახლესი ტექნიკით. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სატრანსპორტო და სამოქალაქო მშენებლობა, მათ შორის ხიდები, ესტაკადები, გზაგამტარები, გვირაბები, გზები, ტექნიკური გზები, საბაგირო გზები, მაღალსართულიანი შენობები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, მუზეუმები, ღვინის ქარხანა, წყალმომარაგების სისტემები, საკანალიზაციო სისტემები, ჩამდინარი წყლების გამწმენდი სადგურები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და ა.შ. 2006 წელს კომპანია “ზიმო”-მ დანერგა და განავითარა ინოვაციური პროექტი საქართველოში - პირველი ბეტონის საფარიანი სიგრძის ჩქაროსნული საავტომობილო ტრასა („ავტობანი“) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ43 მონაკვეთი.

კომპანია „სერვისი“ დაარსდა 2004 წელს. ძირითადი საქმიანობა მოიცავს: წყალგაყვანილობას, საკანალიზაციო არხები, სანიაღვრეები, რეზერვუარები. კომპანია სერვისის მიერ შესრულებულია სხვადასხვა ქალაქების წყალგაყვანილობა, მაგალითად: ქუთაისის, თელავის, ლაგოდეხის, თბილისის თითქმის მთელი შემოგარენის და ა.შ.

კომპანია BAUER Group - ი წარმოადგენს საერთაშორისო სამშენებლო და მსხვილი სამრეწველო გადამამუშავებელი აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა შრობენჰაუსენში, ბავარია. საფონდო ბირჟამ კომპანია შეიყვანა BAUER Aktiengesellschaft - ის სიაში, რომელსაც სამშენებლო და აღჭურვილობის დარგში მოქმედი 110 ზე მეტი შვილობილი კომპანია ყავს. BAUER Group-ი არის ლიდერი კომპლექსური ექსკავაციების, საძირკველის დამუშავების და ვერტიკალური ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების მიმართულებით. კომპანიას ასევე დიდი წვლილი შეაქვს აღნიშნული დინამიური ბაზრის განვითარებასა და წარმოებაში. BAUER Group-ი მუდმივად ატარებს სხვადასხვა კვლევებს და საკუთარ ცოდნასა და მიღებულ გამოცდილებას მაქსიმალურად დებს ბუნებრივი რესურსების დაცვაში.

1965 – 1967 წლებში სახელწოდებით „თბილწყალსადენის“ სამმართველო, 1967 – 1997 წლებში სახელწოდებით „თბილწყალსადენი“-ს სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო კანტორა, 1997 – 2001 წლებში სახელწოდებით შპს „თბილწყალკანალრემმშენი“, 2001 – 2008 წლებში სახელწოდებით შპს „წყალკანალრემმშენი“ მისი არსებობის დიდი ისტორიის მანძილზე მთელ საქართველოში აწარმოებს წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციას. შპს „წყალკანალრემმშენის“ გაყვანილია სანიაღვრე და კანალიზაციის ქსელები ქ. თბილისში, სიღნაღში, ქუთაისში, დუშეთში, ფოთში, კასპის რაიონში, ქარელის რაიონში, მცხეთის რაიონში, ონში, მარნეულში, სამტრედიაში, ზუგდიდში და მრავალ სხვა ქალაქსა და რაიონში.

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანიის პარტნიორები არიან დარგის ლიდერი კომპანიები საერთაშორისო მასშტაბით: Strabag AG (Austria), Heilit+Woerner GmbH (Germany), DYWIDAG BAU GmbH (Germany), Joint - Tec International GmbH (Germany)

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტო მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. სააგენტოს ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კორდინირება.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია 2015 წლის ივლისში დაფუძნდა. ასოციაცია 25 კომპანიას აერთიანებს და მისი მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა, სამშენებლო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამშენებლო სფეროში ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება. ასევე, საქართველოში სამშენებლო ბიზნესის სფეროს გაფართოების მიზნით კადრების მომზადება და გადამზადება; სპეციალიზირებული სასწავლო კურსების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრების შექმნა და მართვა; ასოციაციის წევრი კომპანიების სერტიფიცირებული კადრებით უზრუნველყოფა და სხვა.

კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო არის პირველი და წამყვანი ქართული ორგანიზაცია აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ „ოპტიმალ გრუპ +“ შეიქმნა 2011 წელს შპს „ოპტიმალ გრუპ“-ის ბაზაზე, საინვესტიციო პროექტების ტექნიკურ - ფინანსური, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოთა და არსებული შენობა-ნაგებობების ინსპექტირების განსახორციელებლად. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ შეიძინა დიდი პრაქტიკული გამოცდილება და თავი გამოიჩინა როგორც საიმედო, სანდო და გულმოდგინე პარტნიორმა. ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული ეფექტი თქვენთვის თვალსაჩინო გახდება თანამშრომლობის პირველივე დღეებიდან.

კომპანია დაფუძნდა 2013 წელს. საქმიანობის ძირითადი სფეროს წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტები და ასფალტო-ბეტონის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოება. ასევე, კომპანია ფლობს მობილურ ქვის სამსხვრევ დანადგარს.

CONSTRUCT GE LLC 2017 - 2018 (c) ყველა უფლება დაცულია 032 256 01 02 info@construct.ge სამომხმარებლო შეთანხმება