სამომხმარებლო შეთანხმება


სამომხმარებლო შეთანხმება

განახლების თარიღი: ნოე 20, 2017

საიტით სარგებლობის წესები და პირობები

წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ საიტის  გამოყენების წესებსა და პირობებს.

საიტზე რეგისტრაციამდე, გთხოვთ, გაეცნოთ სამომხმარებლო შეთანხმებას:

შესავალი

ამ საიტის (www.construct.ge) მფლობელი და მმართველი არის შპს ,,ქონსთრაქთ ჯი“ (რეგისტრირებული საქართველოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 405 172 263).

წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად საიტის გამოყენების სრულ და უპირობო თანხმობად ითვლება საიტზე www.construct.ge რეგისტრაცია და პროფილის შექმნა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება პროფილის შექმნიდან პროფილის გაუქმებამდე პერიოდით. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა ნიშნავს, რომ ის ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებულია, განუხრელად დაიცვას ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება ვებგვერდით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, არ უნდა დარეგისტრირდეს საიტზე ან/და დაუყოვნებლივ  უნდა შეწყვიტოს ვებგვერდით  სარგებლობა და მოახდინოს/მოითხოვოს საიტის ადმინისტრაციისგან რეგისტრაციის გაუქმება.

ტერმინთა განმარტება

საიტი, პლატფორმა - ინტერნეტ-რესური www.construct.ge

შუამავალი - იგივე საიტი/რესურსი www.construct.ge-ს ადმინისტრაცია.

რეგისტრირებული მომხმარებელი - იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე შემსყიდველის, მიმწოდებლის ან/და საბაზრო ფასების კვლევის გამომწერის სტატუსით, გააჩნია უნიკალური მომხმარებლის სახელწოდება და პაროლი.

მიმწოდებელი - იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია თავისი პროდუქციის საიტზე ელექტრონულად განთავსების შემდეგ, საიტის მეშვეობით, შუამავლის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მის მიერ განთავსებული პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის/იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.

შემსყიდველი - იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე განთავსებული პროდუქციის, შუამავლის მეშვეობით, მის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, შესყიდვის/იჯარით მიღების მიზნით.

საბაზრო ფასების კვლევის გამომწერი- ფიზიკური/ იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე საბაზრო ფასების კვლევის სისტემით სარგებლობის მიზნით.

საიტზე განთავსებული პროდუქცია - მიმწოდებლის მიერ საიტზე განთავსებული პროდუქცია მისი რეალიზაციის ან იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.

რეგისტრაციის განაცხადი -  რეგისტრაციის მსურველი იურიდიული პირის/ ინდ. მეწარმის მიერ შევსებული ინფორმაციული ველები, რომლებიც სისტემატიზირებულად გადაეცემა საიტის ადმინისტრაციას საიტზე მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით.

საიტის ადმინისტრაცია - სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები, რომლებიც ახორციელებენ საიტის რესურსების მართვას და მომსახურებას უწევენ საიტის მომხმარებლებს, საიტის გამოყენების ფარგლებში.

საიტის მომსახურება - მომსახურება, რომელსაც შუამავალი სთავაზობს საიტის რეგისტრირებულ მომხმარებლებს და რომლის მიღებას რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს საიტზე დარეგისტრირების შემდეგ.

შეკვეთის უნიკალური კოდი - უნიკალური კოდი, რომლითაც ხდება შემსყიდველის მიერ განხორციელებული შეკვეთის იდენტიფიცირება მიმწოდებლისგან მომსახურების მიღების მიზნით. ეს კოდი უფიქსირდება მომხმარებელს პროფილში და ინახება (არქივდება), აგრეთვე, რეგისტრირებული მომხმარებლის შეკვეთების ისტორიაში.

მომხმარებლის პროფილი - ინფორმაციის ერთობლიობა, რომლითაც ხორციელდება რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიცირება.

შეკვეთის თვალთმაქცური გაუქმება - შეკვეთის გაუქმება იმ მიზნით, რომ მოხდეს შუამავლისთვის გადასახდელი საშუამავლო მომსახურების საკომისიოს თავიდან აცილება.

1.    ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ამ საიტის გამოყენებას. საიტზე რეგისტრაციით/მისი გამოყენებით მომხმარებელი სრულად ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს. კოპანიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი უთხრას მომხმარებელს საიტით სარგებლობაზე შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში;

1.2. საიტზე საბაზრო ფასების კვლევის გამომწერის სტატუსით დარეგისტირებული მომხმარებლის მიერ, საბაზრო ფასების კვლევის სისტემით სარგებლობა ხდება საბაზრო ფასების კვლევის სისტემის გამოყენებისთვის საიტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

1.3. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, არ უნდა დარეგისტრირდეს საიტზე ან არ უნდა გააგრძელოს საიტის გამოყენება დაოითხოვოს (საიტის ადმინისტრაციისგან) საიტზე რეგისტრაციის გაუქმება;

1.4. საიტის გამოყენების უფლება აქვს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ იურიდიული პირს ან ინდ. მეწარმეს,  რომელიც საიტზე რეგისტრაციის შედეგად იძენს საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსს;

1.5. საიტის ადმინისტრაციას აქვს ამ წესების და პირობების შეცვლის უფლება. საიტის ადმინისტრაცია, წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილების/დამატებების შეტანისას, უზრუნველყოფს, ყოველი რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილში შესვლისას, ცვლილებების/დამატებების შესახებ ინფორმირებასა და რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილიდან მათი გაცნობისა და მათზე დათანხმების შესაძლებლობას. მომხმარებლის მხრიდან ცვლილებების არდათანხმების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, უარი უთხრას მომხმარებელს საიტის მოხმარებაზე და გააუქმოს მისი რეგისტრაცია;

1.6. აღნიშნული საიტის გამოყენების წესები და პირობები ძალაში შედის საიტზე რეგისტრაციისთანავე და ძალაშია მანამ, სანამ რეგისტრირებული მომხმარებელი სარგებლობს საიტით ან/და  არის დარეგისტრირებული საიტზე.

2.    საიტით სარგებლობის წესები

2.1. საიტის რესურსებით სარგებლობა ხდება საიტზე მომხმარებლად - მიმწოდებლად ან/და შემსყიდველად ან/და საბაზრო ფასების კვლევის გამომწერად რეგისტრაციის გზით;

2.2. ერთ მომხმარებელს აქვს უფლება, იქონიოს მხოლოდ ერთი მომხმარებლის პროფილი;

2.3. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას საავტორო უფლებები საიტის მეშვეობით მოპოვებული ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის მიმართ. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევ პირს;

2.4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის პროფილის უსაფრთხოება და მომხმარებლის უნიკალური სახელისა და პაროლის საიდუმლოება. მის პროფილზე არასანქცირებული შეღწევის შემთხვევაში მიყენებულ ზიანზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;

2.5. აკრძალულია მომხმარებლის პროფილის სხვა პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, ან ერთი პროფილით რამდენიმე მომხმარებლის სარგებლობა. მოცემულ შემთხვევებში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს პროფილით სარგებლობა, დროებით ან უვადოდ;

2.6. ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებასთან, შენახვასა და გავრცელებასთან რეგულირდება წინამდებარე წესებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.    რეგისტრაცია საიტზე

3.1. საიტზე რეგისტრაციის მიზნით, რეგისტრაციის მსურველი იურიდიული პირი/ ინდ. მეწარმე ავსებს ელექტრონულ განაცხადს. განაცხადის განხილვისა და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საიტის ადმინისტრაციის მიერ, ხდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

3.2. საიტზე შესვლითა და სარეგისტრაციო განახადის შევსებით, რეგისტრაციის მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ განაცხადის შევსების დროს საიტის ადმინისტრაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, რეგისტრაციის შემდგომშიც საიტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებული ან/და საიტზე მის მიერ (რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ)  განთავსებული ან განსათავსებლად საიტის ადმინისტრაციისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემები, ასევე, იქნება ზუსტი და  უტყუარი. საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის წარდგენისთვის;

3.3. წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაძლებელია, მოხდეს რეგისტრირებული მომხმარებლის რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება, რეგისტრირებული მომხმარებლის წინასწარ, მინიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე, გაფრთხილების შემდეგ. რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება არ ახდენს გავლენას  რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პერიოდში  წინამდებარე საიტიდან წარმოშობილ უფლებება-მოვალეობებზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე.

3.4. საიტზე რეგისტრაციით რეგისტრირებული მომხმარებელი იძენს უფლებას:

3.4.1. განათავსოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საიტზე;

3.4.2. განათავსოს თავისი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია, პროდუქციის მახასიათებლების, სურათების, სერტიფიკატების და სხვა ინფორმაციის ჩათვლით;

3.4.3. განახორციელოს საიტის მეშვეობით, საიტზე განთავსებული პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან იჯარის ფორმით აღების ოპერაციები, წინამდებარე წესების შესაბამისად;

3.4.4. როგორც საიტის რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, საბაზრო ფასების კვლევის სისტემის მომსახურების შესყიდვის შემდგომ, ისარგებლოს საიტზე განთავსებული საბაზრო ფასების კვლევის სისტემით და გამოიყენოს ის, საიტის ადმინისტრაციის მიერ საბაზრო ფასების კვლევის სისტემის გამოყენებისათვის დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად;

3.5. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია. კონფიდენციალობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს საიტის ადმინისტრაცია, საიტის უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით; თუმცა საიტის ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი საიტზე არასანქცირებული შეღწევის ან/და საიტზე განხორციელებული კიბერშეტევის შემთხვევებზე, აგრეთვე, სხვა ისეთ შემთხვევებზე, რაც საიტის ადმინისტრაციის კონტროლის მიღმაა.

4.    შუამავალი

4.1. შუამავალი ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას საიტის რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის; კერძოდ, უზრუნველყოფს საიტზე რეგისტრაციის მსურველის მიმწოდებლად, შემსყიდველად ან/და საბაზრო ფასების კვლევის გამომწერად რეგისტრაციას. ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს მიმწოდებლებს საიტზე ელექტრონულად წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია (დეტალური მახასიათებლებით) და მომსახურების პირობები და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს შემსყიდველთათვის საიტის მეშვეობით სასურველი პროდუქციის შესყიდვის/იჯარით მიღების შესაძლებლობას. აგრეთვე, საიტის რეგისტრირებულ მომხმარებელთათვის საიტის მეშვეობით კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას;

4.2. შუამავალი, ასევე, უფლებამოსილია, შემსყიდველის მიერ მიმწოდებელთან საიტის შუამავლობით შესაძენ/იჯარით მისაღებ პროდუქტზე მოთხოვნის განხორციელებისთანავე, ავტომატურად მიანიჭოს მოთხოვნას უნიკალური კოდი, რომელიც ავტომატურად აესახება ბაზაში როგორც მიმწოდებელს, ასევე, შემსყიდველს;

4.3. საიტის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვისას/იჯარით მიღებისას, ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის. შუამავალი არ არის პასუხისმგებელი მხარეთა მიერ ვალდებულებათა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხსა და სხვა პირობების დარღვევით გამოწვეულ ზიანზე;

4.4. საიტის რეგისტრირებულ მომხმარებელს, შუამავლის (საიტის) მეშვეობით განხორციელებულ შესყიდვასთან/იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ყველა პრეტენზია შეუძლია პირდაპირ წარუდგინოს მეორე მხარეს კანონმდებლობით გათვალისწინებული  გზით. აგრეთვე, საიტის შესაბამისი ფუნქციის მეშვეობით მიაწოდოს შუმავალს ინფორმაცია თავისი პრეტენზიის (უკმაყოფილების) შესახებ.

5.    საიტი და მისი მომსახურება

5.1. საიტი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ონლაინ მომსახურებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ერთი მხრივ, როგორც მიმწოდებელმა განათავსონ საიტზე მათი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროდუქტის დეტალური აღწერის, ნახაზების, პროდუქტის ხარისხის სერტიფიკატების, სურათების და სხვა პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით, საიტის მეშვეობით მისი შემდგომი რეალიზაციის/იჯარით გაცემის მიზნით და მეორე მხრივ, როგორც შემსყიდველმა მოახდინოს საიტზე ხელმისაწვდომი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი შემდგომი შესყიდვა/იჯარის ფორმით მიღება კონკრეტული მიმწოდებლისგან, წინამდებარე წესებისა და პირობების დაცვით;

5.2. საიტზე რეგისტრაცია, პროფილისა და პროდუქციის განთავსება არის უფასო. რეგისტრაცია არის წინაპირობა იმის, რომ რეგისტიტებულ მომხმარებელს მიეცეს საიტზე წვდომისა და მისი მომსახურებით სარგებლობის უფლება;

5.3. პროდუქტის შესახებ შეკვეთის განხორციელების მტკიცებულებას წარმოადგენს შეკვეთის უნიკალური კოდი, რომელიც შემსყიდველს და მიმწოდებელს, როგორც რეგისტრირებულ მომხმარებლებს, უფიქსირდებათ პროფილის მიმდინარე შესყიდვებში/გაყიდვებში. კონკრეტული პროდუქციის შეკვეთის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება არ განიხილება. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ძირითადი პირობები (როგორიცაა ვალდებულების შესრულების დრო, მიწოდების ადგილი, ანგარიშსწორების პირობები და სხვა) დამოკიდებულია შეკვეთის პროცესში მხარეთა შეთანხმებაზე. შეთანხმება ხორციელდება საიტის შესაბამისი ფუნქციების მეშვეობით და შუამავალი აღნიშნულ პირობების მხარეთა შორის შეთანხმების პროცესში არ ერევა;

5.4. კონკრეტულ მიმწოდებელს უფლება აქვს, განათავსოს შეუზღუდავი რაოდენობის პროდუქცია, პროდუქტის კონკრეტული მახასიათებლებისა და ფოტოსურათების ჩათვლით. მეორე მხრივ, შემსყიდველი არ არის შეზღუდული შესყიდვის ზედა ან ქვედა ზღვრით და უფლება აქვს, განახორციელოს ნებისმიერი ოდენობისა და ღირებულების შესყიდვა;

5.5. საიტზე პროდუქციის შესახებ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია განთავსებულია თავად მიმწოდებლის მიერ (საკუთარი პროფილის მეშვეობით) ან მიმწოდებლისგან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით (საიტის ადმინისტრაციის შესაბამისი სპეციალისტის მიერ);

5.6. მიმწოდებლის მიერ თავისი პროდუქციის შესახებ საიტის მეშვეობით ინფორმაციის განთავსებისას, საიტის ადმინისტრაციის მიერ ხდება განსათავსებელი ინფორმაციის ფორმალური გამართულობის გადამოწმება და მხოლოდ შემდეგ განთავსდება საიტზე;

5.7. საიტის მეშვეობით ნებისმიერი შესყიდვის (იჯარის ფორმით მიღების) ოპერაციის განხორციელებისას, პროდუქციის ფასის, ხარისხის, რაოდენობის, მიწოდების ვადების, ანგარიშსწორების პირობების შეთანხმება ხდება მხარეთა შორის დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე (საიტის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით) და მოცემული ინფორმაცია კონფიდენციალურია. კონფიდენციალობისა და მონაცემების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს საიტის ადმინისტრაცია, საიტის უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით;

5.8. ნებისმიერი პროდუქციის ფასი ან ფასთა დიაპაზონი, რომელიც მოცემულია საიტზე და განთავსებულია კონკრეტული პროდუქციისთვის, ასახავს იმ ფასებს, რომლებსაც პროდუქტის განმათავსებელი (მიმწოდებელი) თავად აწესებს განთავსების დროს. მას თავად აქვს შესაძლებლობა, მუდმივად განაახლოს პროდუქტისა და ფასების შესახებ ინფორმაცია;

5.9. თავის მხრივ, შუამავალი, საიტის მეშვეობით განხორციელებული გაყიდვიდან/გაცემული იჯარიდან იღებს თავისი საშუამავლო მომსახურების საკომისიოს, რაც დაიანგარიშება პროცენტული სახით, წინამდებარე წესებისა და პირობების ანგარიშსწორების წესებში (მუხლი 10) მოცემული პირობების შესაბამისად.

6.    საიტის ნებადართული გამოყენება

6.1. საიტის ადმინისტრაცია დამოუკიდებლად მართავს საიტს, განსაზღვრავს მის დიზაინს და საიტით სარგებლობის წესებს. საიტის რეგისტრირებულ მომხმარებლებს ნება ეძლევათ, რომ შევიდნენ  საიტზე და გამოიყენონ მისი რესურსები. რეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე შესვლა შეუძლია მხოლოდ პროფილის მეშვეობით, თავისი უნიკალური მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით. საიტზე შესვლა და მისი გამოყენება უკანონო კომერციული საჭიროებებისათვის მკაცრად იკრძალება, საქართველოში მოქმედი კანნმდებლობის შესაბამისად.

6.2. აკრძალულია საიტის გამოყენება:

6.2.1. ნებისმიერი უკანონო, თაღლითური ან არალეგალური კომერციული მიზნებისთვის;

6.2.2. სხვისი კანონიერი ინტერესების დაზიანების, კონფიდენციალურობის დარღვევის ან არაზუსტი, არაადეკვატური, მიუღებელი, დისკრიმინაციული ან მავნე ქმედების განხორციელების მიზნით;

6.2.3. სხვისი მონაცემთა ბაზის/ჩანაწერების შექმნის, შემოწმების, დადასტურების, განახლების მიზნით;

6.2.4. საიტის რომელიმე ნაწილის შესწორების, შეცვლის ან დაპროექტების მიზნით;

6.2.5. საიტის ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების დაზიანების მიზნით;

6.2.6. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა უკანონო  მიზნებისთვის.

7.    წვდომა საიტზე

7.1. აღნიშნული საიტით სარგებლობის წესები და პირობები ძალაში შედის საიტზე რეგისტრაციისთანავე და ძალაშია საიტზე მომხმარებლის რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში;

7.2. შუამავალსა და საიტის რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის ადგილი არ აქვს რაიმე სახის ექსკლუზიურ შეთანხმებას. შუამავალი უფლებამოსილია, მსგავსი ან/და სხვა საშუამავლო ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ პირთან, მათ შორის, რეგისტრირებული მომხმარებლის კონკურენტებთან.

7.3. საიტის რეგისტრირებულ  მოხმარებელს საიტზე წვდომა უწყდება რეგისრაციის გაუქმების გზით. რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს საიტზე რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება საიტის ადმინისტრაციისთვის სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე წინასწარი შეტყობინების წესით.

8.    ბმულები სხვა ვებგვერდებთან, კომერციული რეკლამები და სხვა სახის შეტყობინებები

8.1. საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი თანახმაა, რომ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მის ელ. ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე შუამავლის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის, სარეკლამო ხასიათის;

8.2. საიტით სარგებლობისას, შესაძლოა, ბმულების გამოყენებით, საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი ესტუმროს ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც არ განეკუთვნება საიტის მომსახურებას და მათ ოპერირებას მესამე პირები ახდენენ. ასეთი საიტები www.construct.ge ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ არ იმყოფება და საიტის ადმინისტრაცია ასეთ საიტებზე ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან/და სხვა სახის მასალებზე არ არის პასუხისმგებელი;

8.3. მაშინ, როდესაც საიტზე www.construct.ge შემოთავაზებულია სარეკლამო ბანერები, კომერციული შინაარსის ვიზუალური კონტენტი ან ბმულები, რომლებიც დაკავშირებულია მესამე პირების ვებგვერდებთან, ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაცია რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებზე ან/და კომერციული კონტენტით ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებისას რეგისტრირებული მომხმარებელი მოქმედებს მხოლოდ მისი რისკით და ადმინისტრაცია არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების ან/და კომერციული კონტენტის შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე;

8.4. თუ საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი გადაწყვეტს ისეთ ვებგვერდზე ან/და კომერციულ კონტენტზე გადასვლას, რომელიც ადინისტრაციის კონტროლს არ ექვემდებარება, საიტის ადმინისტრაცია არ აძლევს არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით.

9.    ინტელექტუალური საკუთრების უფლება

9.1. საიტზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა (კონტენტი), საქართველოში მოქმედი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ნორმების შესაბამისად, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით (საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, გადაცემა ან შენახვა ან/და ნებისმიერ ისეთი ქმედების განხორციელება რაც გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას. აკრძალვა არ ეხება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ საიტითა და მისი კონტენტით სარგებლობას, რისი უფლებაც მას ენიჭება საიტზე რეგისტრაციის  გზით;

9.2. აკრძალულია კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქტირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადმინისტრაციის მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა ან ნებართვა, მსგავსი შინაარსის ქმედების შესრულებაზე;

9.3. თუ რეგისტრირებული მომხმარებელი თვლის, რომ მისი სასაქონლო ნიშანი ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი საიტის ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულია იმგვარად, რომ ასეთი გამოყენება, შესაძლოა, ჩაითვალოს საავტორო უფლების ხელყოფად, რეგისტრირებულ მომხმარებელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ასეთი ფაქტის შესახებ დაუკავშირდეს საიტის ადმინისტრაციას და მიაწოდოს ინფორმაცია, სადაც აღწერს საავტორო უფლების დარღვევის ხასიათს და მიაწვდის ინფორმაციას საავტორო უფლების ობიექტზე და მის ავტორზე;

9.4. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის ასლის გაკეთებისას დაცული უნდა იყოს საავტორო უფლება ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება.  არ უნდა იქნას შეცვლილი ეგზემპლარში ინფორმაცია, ტექსტი ან მონაცემები. ინფორმაცია არ უნდა გაიყიდოს ან გადაეცეს მესამე პირს.

10.  შუამავლის მომსახურების საკომისიო

10.1. საიტის მეშვეობით გაყიდული/იჯარით გაცემული პროდუქციის ღირებულებიდან მიმწოდებელი შუამავალს უხდის საშუამავლო მომსახურების საკომისიოს, მომსახურების შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად;

10.2. საშუამავლო მომსახურების საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია მიმწოდებლის მიერ თვის განმავლობაში საიტის მეშვეობით გაყიდული პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე ან/ და ტრანზაქციების რაოდენობაზე;

10.3. ტარიფები (დღგ-ის ჩათვლით) გამოქვეყნებულია რეგისტრირებული მიმწოდებლის პროფილის  შესაბამის ველში და ხელმისაწვდომია მხოლოდ წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებასთან ერთად. ანგარიშსწორება შუამავლის მიმართ წარმოებს უნაღდო წესით, შუამავლის ოფიციალურ ანგარიშზე;

10.4. კონკრეტულ მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე ინდივიდუალურად შეიძლება შეთანხმება მოხდეს ზემოთ აღნიშნულისგან განსხვავებულ მომსახურების ტარიფებზე. ასეთი შეთანხმების პირობები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მხარეებს ეკისრებათ მისი დაცვის ვალდებულება.

11.  შეკვეთის გამოუყენებლობა და გაუქმება

11.1. საიტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საიტის მეშვეობით შეძენილი/ იჯარის ფორმით აღებული პროდუქციისა და რეგისტრირებული მომხმარებლის მხრიდან ვალდებულებათა შესრულების ხარისხს, როგორც შემსყიდველის, აგრეთვე, მიმწოდებლის ინტერესებისთვის. საიტის რეგისტრირებულ მომხმარებლს, საიტის შესაბამისი ფუნქციის მეშვეობით, აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს ყოველი კონკრეტული შეკვეთა და მეორე მხარის მიერ ვალდებულებათა შესრულების ხარიხი;

11.2. შეკვეთის განხორციელებისას, შემსყიდველი უთითებს მისთვის სასურველი პროდუქციის რაოდენობას, მიწოდების დროსა და შესყიდვის სხვა არსებით პირობებს. მხარეთა შორის შესყიდვის (იჯარის) ფასსა და ზემოაღნიშნულ პირობებზე შეთანხმება, რაც საბოლოოდ ფიქსირდება საიტის ბაზაში, წარმოადგენს ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას და შესყიდვა/გაყიდვის (იჯარით მიღების) ოპერაცია მიიჩნევა წარმატებით განხორციელებულად;

11.3. როგორც შემსყიდველს, ასევე, მიმწოდებელს უფლება აქვს, მოახდინოს მიმდინარე შეკვეთის გაუქმება საიტის მეშვეობით, სპეციალურ ველში გაუქმების მიზეზის მითითებით;

11.4. დაუშვებელია მხარეთა შეთანხმებით საიტის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის თვალთმაქცური გაუქმება იმ მიზნით, რომ მოხდეს შუამავლისთვის გადასახდელი საშუამავლო მომსახურების საკომისიოს თავიდან აცილება. თვალთმაქცური გაუქმების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, შეაჩეროს, შეზღუდოს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია. საიტის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის სისტემატურად თვალთმაქცური გაუქმების თავიდან აცილების მიზნით, საიტის თითოეულ რეგისტრირებულ მოხმარებელს (როგორც შემსყიდველს, აგრეთვე მიმწოდებელს) უფლება აქვს, მოახდინოს საიტის მეშვეობით განხორცელებული შეკვეთის, საიტის სპეციალური ველის მეშვეობით, თვის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ გაუქმება. სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს საიტის ადმინისტრაციისთვის მიმართვა შეკვეთის გაუქმების მიზნით. შეკვეთის გაუქმების საფუძვლიანობის მტკიცებისა  და დასაბუთების ტვირთი, საიტის ადმინისტრაციის წინაშე, აქვს  გაუქმების ინიციატორ სუბიექტს;

11.5. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიმდინარე შეკვეთის გაუქმება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საიტზე განხორციელდება გაუქმების მოთხოვნა. ნებისმიერი სხვა საშუალება (სატელეფონო ზარი შუამავალთან, სატელეფონო ზარი გამყიდველთან/შემსყიდველთან, შეტყობინება ელ. ფოსტის საშუალებით და სხვა) შეკვეთის გასაუქმებლად არ განიხილება შუამავლის მიერ ვალიდურად და ასეთ შემთხვევაში შუამავლი უფლებამოსილია მოითხოვოს საშუამავლო მომსახურეობის საკომისიო;

11.6. მას შემდეგ რაც შეკვეთას მიენიჭება სტატუსი ,,შეკვეთილია“ და სისტემა ავტომატურად გამოწერს ინვოისს, რომელიც ორივე მხარეს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, მხარეებს ერთმევათ წარმატებით განხორციელებული შეკვეთის საიტის მეშვეობით გაუქმების უფლება. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელი ხდება მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან დაკაშირების გზით;

11.7. მხარეთა მიერ შეკვეთის შესრულების შეუძლებლობისას, თუ ის გამოწვეულია ობიექტური საფუძვლით, შესაძლებელია მოხდეს შეკვეთის შესრულების გადადება, თუ ეს მისაღებია ორივე მხარისათვის; სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს შეკვეთის გაუქმება;

11.8. შეკვეთა, რომელზეც რომელიმე მხარე არ მოახდენს რეაგირებას 72 საათის განმავლობაში, ავტომატურად გაუქმდება სისტემის მიერ.

12.  საიტის პასუხისმგებლობა

12.1. წინამდებარე შეთანხმების მხარეები (საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი, საიტის ადმინისტრაცია) პასუხს აგებენ წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

12.2. საიტის ადმინისტრაცია მუშაობს, რათა დარწმუნდეს საიტზე გამოქვეყნებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეში, ამუშავებს მას – უზრუნველყოფს არსებული ინფორმაციის შესწორებასა და ინფორმაციის სიმცირით გამოწვეული ნაკლოვანებების შევსებას, მათი აღმოჩენიდან რაც შეიძლება სწრაფად;

12.3. საიტზე პროდუქციის შესახებ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოდგენილია რეგისტრირებული მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან/და განთავსებულია საიტზე თავისი პროფილის მიშვეობით. ინფორმაცია და პროდუქტების ან/და სერვისების აღწერილობები, საიტზე მოცემული პროდუქტებისა და სერვისების ყველა მახასიათებლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება სრული არ იყოს. შესაბამისად, საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას საიტზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე, თუმცა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ საიტის მეშვეობით მოწოდებულ იქნას ზუსტი, სრული და უტყუარი ინფორმაცია და უმოკლეს დროში იქნას აღმოხვრილი ყოველგვარი უზუსტობა;

12.4. შუამავალი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებათა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხსა და სხვა პირობების დარღვევით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით;

12.5. საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე, აგრეთვე, საიტის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვა/გაყიდვების (იჯარის) შესახებ ინფორმაციისა და კონკრეტული პირობების (ფასი, შესყიდული/რეალიზებული/იჯარით გაცემული (მიღებული) პროდუქციის რაოდენობა და სხვა)  კონფიდენციალურობის დაცვაზე. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს საიტის ადმინისტრაცია, საიტის უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით; თუმცა საიტის ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი საიტზე არასანქცირებული შეღწევისა ან/და საიტზე განხორციელებული კიბერშეტევის შემთხვევებზე, აგრეთვე, სხვა ისეთ შემთხვევებზე, რაც საიტის ადმინისტრაციის კონტროლის მიღმაა;

12.6. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ იმ საიტის გამოყენება, რომელზეც რეგისტრირებული მომხმარებელი გადავა საიტის (www.construct.ge) მეშვეობით, ხდება იმ საიტის წესებისა და პირობების შესაბამისად. ასეთი წესებისა და პირობების გამოყენება და უსაფრთხოების წესები იქნება განსხვავებული ამ საიტის წესებისაგან და პირობებისაგან. რეგისტრირებული მომხმარებლის პასუხისმგებლობაში შედის, ყურადღებით გაეცნოს მესამე მხარის საიტის წესებსა და პირობებს მის გამოყენებამდე. საიტის (www.construct.ge) ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს იმ ზარალზე, რომელიც რეგისტრირებულ მომხმარებელს შეიძლება მიადგეს მესამე მხარის საიტის გამოყენებით;

12.7. საიტის ადმინისტრაცია  გასცემს ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარანტიებს  წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. საიტის ადმინისტრაცია ვერ გასცემს გარანტიას, რომ რეგისტრირებული მომხმარებლი შეძლებს ვებსაიტზე შესვლასა და მისი მომსახურებით სარგებლობას ნებისმიერ  სასურველ დროს ან ადგილას (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საიტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მიზეზებით);

12.8. საიტის ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა  შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერნეტ-თაღლითობა და უზრუნველყოს მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება.

13.  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

13.1. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემები (როგორიცაა კომპანიის რეკვიზიტები, საბანკო ანგარიშები) კონფიდენციალურია. საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე;

13.2. კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის ლოგოსა და მისი საქმიანობის შესახებ მოკლე აღწერას, რომელიც მომხმარებლის რეგისტრაციისას (მასთან შეთანხმებით) განთავსდება საიტზე და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი საიტის ნებისმიერი სტუმრისთვის;

13.3. საიტის მეშვეობით საიტის რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის განხორციელებული შესყიდვების/გაყიდვების (იჯარის) შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული ხელშეკრულების პირობების (ხელშეკრულების ფასი, შესყიდული/გაყიდული ანდა იჯარით მიღებული პროდუქციის რაოდენობა და სხვა) ჩათვლით, კონფიდენციალურია. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს საიტის ადმინისტრაცია, საიტის უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით; ამასთან, საიტის ადმინისტრაცია, საიტის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვებისას დაფიქსირებულ ფასებს (შესყიდვის მხარეების იდენტიფიცირების გარეშე) გამოიყენებს საიტის საბაზრო ფასების კველვის სისტემისთვის.

13.4. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, საიტზე თავისი პროდუქციის შესახებ განთავსებული ინფორმაცია და პროდუქციის ამსახველი სურათები ხელმისაწვდომია მხოლოდ საიტის რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.

14.  მიმწოდებლის პასუხისმგებლობა

14.1. მიმწოდებელმა, როგორც საიტის რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა შეამოწმოს და დარწმუნდეს რომ ინფორმაცია, ტექსტი და მონაცემები, რომელსაც საიტის ადმინისტრაციას აწვდის საიტზე განთავსების მიზნით ან თავად განათავსებს საიტზე პროფილის მეშვეობით, არის სწორი, ზედმიწევნითი და ზუსტი.  საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც შეიძლება მიადგეს მესამე პირებს განთავსებული ინფორმაციის, ტექსტის ან მონაცემების უზუსტობის ან/და არასრულობის გამო;

14.2. მიმწოდებელი, როგორც საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი  იქნება პასუხისმგებელი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შუამავლის დაზარალებაზე, დანაკარგზე, საჩივარზე ან მის მიმართ წამოყენებულ მოთხოვნაზე (ზომიერი კანონიერი გადასახადების ჩათვლით), რომელიც შეიძლება მიადგეს მას ამ წესებისა და პირობებისა  დარღვევით ან/და ამ საიტის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გამო;

15.  შემყიდველის პასუხისმგებლობა

15.1. შემსყიდველის მიერ, საიტის მეშვეობით, საიტზე განთავსებული კონკრეტული პროდუქციის შეძენა (იჯარით მიღება) ხდება პროდუქტის შესახებ მიმწოდებლისთვის შეკვეთის მოთხოვნის გაგზავნით, სადაც ის უთითებს სასურველი პროდუქტის რაოდენობას, მიწოდების სასურველ დროსა და შესყიდვის სხვა არსებით პირობებს. ხელშეკრულება საბოლოოდ დადებულად ჩაითვლება მხარეთა შორის შესყიდვის (იჯარის) არსებით პირობებზე (რაოდენობა, ფასი, მიწოდების დრო) შეთანხმების მიღწევის შედეგად, საიტზე ,,შეკვეთილია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, რაც წარმოადგენს შემსყიდველისა და მიმწოდებლისთვის ვალდებულებათა წარმოშობის საფუძველს;

15.2. სანამ შემსყიდველი შეიძენს (იჯარით აიღებს) რაიმე პროდუქციას საიტის მეშვეობით, ვალდებულია შეამოწმოს საიტზე პროდუქტის შესახებ განთავსებული დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნდეს, რომ პროდუქტი სრულად შეესაბამება მის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ზარალზე ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება მიადგეს შემსყიდველს.

15.3. შემყიდველი, როგორც საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი  იქნება პასუხისმგებელი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შუამავლის დაზარალებაზე, დანაკარგზე, საჩივარზე ან მის მიმართ წამოყენებულ მოთხოვნაზე (ზომიერი კანონიერი გადასახადების ჩათვლით), რომელიც შეიძლება მიადგეს მას ამ წესებისა და პირობებისა  დარღვევით ან/და ამ საიტის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გამო;

16.  ფორს-მაჟორი

16.1. როგორც შუამავალი, აგრეთვე, საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ წინამდებარე წესებისა და პირობების შეუსრულებლობა გამოწვეულია რომელიმე მათგანის მხარეს დაუძლეველი ძალის მოქმედებით;

16.2. ფორს-მაჟორულ ვითარებაში იგულისხმება: სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მასობრივი არეულობები, გაფიცვები, საომარი მოქმედებები ან მხარეებისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები;

16.3. ფორს-მაჟორულ ვითარებაში, აგრეთვე, იგულისხმება თავად რეგისტრირებულ მომხმარებელთან დაკავშირებით შექმნილი ისეთი  გარემოებები, რომლებიც იწვევს მისი ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და ხელს უშლის/ შეუძლებელს ხდის მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

16.4. საიტის მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ ვითარებად განიხილება, აგრეთვე, პროგრამის, საიტის სერვერის ან საიტის სისტემის დაზიანება ან/და კიბერშეტევა საიტის სერვერზე, რაც იწვევს საიტის ნორმალური ფუნქციონირების შეუძლებლობას ან შეფერხებას;

16.5. თითოეული მხარე ვალდებულია, ფორს-მაჟორული მდგომარეობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 24 საათისა, აცნობოს მეორე მხარეს ამგვარი გარემოებების წარმოშობის შესახებ და თუ შესაძლებელია, წარუდგინოს მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გარდა ამისა, შეძლებისდაგვარად იზრუნოს ამგვარი გარემოებების აღმოფხვრაზე;

16.6. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება ჩვეულებრივ გრძელდება ფორს-მაჟორული ვითარების აღმოფხვრის შემდეგ.

17.  დასკვნითი დებულებები

17.1. რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

17.2. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;

17.3. წინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე და მასთან დაკავშირებული დავები წყდება ურთიერთმოლაპარაკებით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.


CONSTRUCT GE LLC 2017 - 2018 (c) ყველა უფლება დაცულია 032 256 01 02 info@construct.ge სამომხმარებლო შეთანხმება